"სინოვაკის" ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

01 ივნ 2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების "სინოვაკის“ ვაქცინას, ავტორიზაცია მიანიჭა და ის გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ცოტახნის წინ მიიღო. 

"ჯანმომ Sinovac-CoronaVac-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ქვეყნებს, ფონდებსა და შესყიდვების სააგენტოებს არწმუნებს, რომ აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს“, - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

"სინოფარმის" შემდეგ, ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელსაც ჯანმო-ს ავტორიზაცია აქვს. 

საქართველოში 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის "სინოვაკის" ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 24 მაისს დაიწყო.