ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის საკვების მიმწოდებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა

01 ივნ 2021

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის საკვების მიმწოდებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა. სწორედ მათ აკისრებს პასუხიმგებლობას სამკერვალო ფაბრიკის ადმინისტრაცია თანამშრომლების მოწამვლის ფაქტზე.

საწარმოში 50-მდე თანამშრომლის, სავარაუდოდ, საკვებით მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა გრძელდება. ორი ადამიანი რჩება ამ დროისთვის კლინიკაში.