პოლიციელების დაჯილდოება აჭარაში

01 ივნ 2021

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით აჭარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 45 თანამშრომელს კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

პროფესიული დღე პოლიციელებს თორნიკე რიჟვაძემ და მთავრობის წევრებმა მიულოცეს.