მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

01 ივნ 2021

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა.

მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი, სასამართლოს გადაწყვეტილებით 65 ათასი ლარით დაჯარიმდა. გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა.

უწყების ცნობით, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცემა.