აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

01 ივნ 2021

აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 106 პირი. 

კლინიკა დატოვა 20-მა მოქალაქემ. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 10 პაციენტი. 

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობას გადის 357 პირი, კოვიდ სასტუმროში 218, ხოლო ონლაინ კლინიკაში 492 მოქალაქე.