აჭარაში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაი 2021

აჭარაში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 70 პაციენტი, კლინიკა დატოვა 5-მა.

ამ ეტაპზე რეგიონში საავადმყოფოებში მკურნალობს 354 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 14.

ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 249 პირი, ონლაინ კლინიკაში მკურნალობს 519 პაციენტი.

აჭარის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 2 138 პირი.