გუმათში, "რიონის მცველებსა" და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

30 მაი 2021

გუმათში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და პოლიციას მოუწოდებენ, ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცენ.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჰესის მშენებლობის ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.