30 მაი 2021
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ეროვნული ლიგის კლუბების მწვრთნელებს შორის შეხვედრა გაიმართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე წარმომადგენლებმა, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.