ჩელსი ჩემპიონია

30 მაი 2021

ლონდონის ჩელსი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალურ შეხვედრაში, ინგლისურმა კლუბმა მანჩესტერ სიტის მინიმალური ანგარიშით, 1-0 სძლია. 

ფინალურ მატჩში, გადამწყვეტი გოლის ავტორი კაი ჰავერცი გახდა, რომელმაც მანჩესტერელთა კარი პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე აიღო.