ეპიდემიოლოგიური ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

30 მაი 2021

კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა ოკუპირებულ აფხაზეთში. რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 94 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15  314 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 230 და გამოჯანმრთელდა 14 643 ინფიცირებული პაციენტი.