გაფიცვა გურია-ექსპრესში

28 მაი 2021

კომპანია ,,გურია ექსპრესი“ გაფიცულ თანამშრომლების პრეტენზიების საპასუხოდ აცხადებს, რომ ხელფასს ყოველთვიურად 50-50 ლარით 800 ლარამდე გაუზრდის. გაფიცულები პირობას არ სთანხმდებიან და მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.

თითქმის ერთი თვეა ფქვილის მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები ხელფასის გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციებს მართავენ.