აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 მაი 2021

აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 128 პაციენტი, კლინიკა დატოვა 45-მა.

ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობს 365 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 16.

ბოლო მონაცემებით, კოვიდ სასტუმროებშია 266 პირი, ონლაინ კლინიკაში - 493.