პირველი ივნისიდან „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის გაზის ტარიფი იზრდება

27 მაი 2021

„თბილისი ენერჯის“ აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 7, 834 თეთრით მეტს გადაიხდიან. გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.

ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972-ის გადახდა მოუწევთ დღგ-ს ჩათვლით.

გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ განცხადება გაავრცელა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის.