ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი

27 მაი 2021

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტვ პირველის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

იურისტის განცხადებით,  საქმე ეხება 8 მაისს „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ვახტანგ ლორიას თქმით, შეიცავდა პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს.

მოსარჩელე მხარე ითხოვს რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტების უარყოფას და ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ერთი ლარის ოდენობით.