გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - შარლ მიშელი

26 მაი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი აფასებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას და გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას მეგობრულად და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას და ამბიციურ რეფორმებს“, - წერს შარლ მიშელი "ტვიტერში“.