ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალი შეწყდა 

26 მაი 2021

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, რამდენიმე ქუჩაზე წყლის მოწოდება შეწყდა. მიზეზი ავარიული დაზიანებაა. წყლის მიწოდება საღამოს 21:00 საათზე აღდგება.

წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: მელიქიშვილის ქუჩა - ნინოშვილის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე; 26 მაისის ქუჩა - ჯინჭარაძის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე;

ვაჟა ფშაველას ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე;

მემედ აბაშიძის ქუჩა - ლუკა ასათიანის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე, კლდიაშვილის ქუჩა სრულად;

ზურაბ გორგილაძის ქუჩის კენტი მხარე ლუკა ასათიანის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე.

რუსთაველის ქუჩა - ლუკა ასათიანის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე.