პოლიციამ გუმათის დასახლებაში რკინის კედლები აღმართა

26 მაი 2021

სოფელ გუმათის დასახლებაში, მდინარე რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე სამართალდამცველებმა  რკინის კედლები აღმართეს.  მობილიზებულია პოლიციაც. 

გუშინ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პროტესტი ისევ ხეობაში გაგრძელდებოდა. დღეს კი,  ერთი აქცია დედაქალაქშია დაანონსებული.

''რიონის ხეობის მცველების'' აქცია თბილისში 23 მაისიდან იმართება.