თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძება საბრძოლო თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდა

26 მაი 2021

თავისუფლების მოედანზე 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება დასრულდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ბოლოს საბრძოლო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს და საქართველოს დროშის ფერებში ფერადი კვამლი გაუშვეს.

თბილისის გარდა, სუ-25-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა ქუთაისისა და ბათუმის ცაზეც გადაიფრინეს.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანმანქანები - „დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, მისივე გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გასულ შემოდგომაზე გადანაწილდა .

ასევე გამოფენილი იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორები - „ჰამერი“, MaxPro, „ვულფი“ და საარტილერიო დანადგარები - „დანა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ლარ–160“, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა „ატლასი“, ჯავშანმანქანები.