აჭარაში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

26 მაი 2021

აჭარაში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 119 პაციენტი, გარდაიცვალა 1.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 436 პაციენტი, მძიმეა 102-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 13.

ამ ეტაპზე კლინიკურ საავადმყოფოებში მოთავსებულია 284 პირი, საკარანტინო სივრცეში 33.

აჭარის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 2 034 პირი.