Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25 მაი 2021

მსოფლიოს უდიდესი საძიებო სისტემა Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

Google.com-ზე მთავარ გვერდზე საქართველოს სახელმწიფო დროშაა განთავსებული. მასზე დაწკაპებისას კი ყველა იმ ინფორმაციაზე წვდომაა შესაძლებელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ინტერნეტქსელში მოიპოვება.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება