14 სოფელი ბუნებრივ აირს წლის ბოლომდე მიიღებს

25 მაი 2021

გაზის მილები გაყვანილია, თუმცა ბუნებრივი აირი ქსელში ჯერ არ გაუშვიათ. მახოსა და სიმონეთის მცხოვრებლები გასულ წელს მიღებულ დაპირებებს იხსენებენ. როდის აინთება ხელვაჩაურის სოფლებში გაზქურები ? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ გაზიფიცირება ბათუმი-ხულოსა და გოდერძის უღელტეხილის ერთიანი ქსელის ფარგლებში მოხდება. უნდა შეირჩეს კერძო ოპერატორი, რომელიც გაზის მიწოდებას სავარაუდოდ წლის ბოლომდე უზრუნველყოფს