Bees Airline კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს

25 მაი 2021

9 ივნისიდან, უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline, კვირაში ორი სიხშირით, თბილისის გარდა პირდაპირ ფრენებს კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით განახორციელებს.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

"ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია კიევიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში სამი სიხშირით Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს"-წერია განცხადებაში.