ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია

25 მაი 2021

4 საათში გაირკვევა როგორი იქნება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების დღის წესრიგი. "რიონის მცველები" რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათზე შეიკრიბებიან და სწორედ იქ გააკეთებენ განცხადებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, წინასწარ კი უკვე ცნობილია, რომ  აპირებენ ქუჩების გადაკეტვას.