აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბს იკრებს

24 მაი 2021

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი თბილისში გრძელდება. შეკრებილებმა შეძახილების ფონზე მოაწყვეს მსვლელობა იუსტიციის სახლთან და თავისუფლების მოედანზე.  „რიონის ხეობის მცველები“ მოთხოვნების შესრულებამდე, პერმანენტულ აქციებსა და პიკეტირებას აანონსებენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქართული მიწა არ იყიდება.