კოვიდ-ვითარება და ვაქცინაცია 24/05

24 მაი 2021, 15:44

0
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის წინ მოათავსეს მუცლის არეში ტკივილით. მას ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე დღეს კი  კორონავირუსი დაუდგინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. დედაქალაქის შემდეგ გავრცელების ტენდენცია მაღალია აჭარაში. დღეიდან კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინით _ სინოვაკით  ვაქცინაცია დაიწყო და აცრისთვის რეგიონის მასშტაბით 1700-მდე მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.