მუშათა გაფიცვა ფქვილის საწარმოში გურიაში

24 მაი 2021

ოზურგეთის ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს გაფიცული თანამშრომლები დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ. ისინი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. მათივე თქმით, მოლაპარაკების ნაცვლად საწარმოში დამატებითი მუშახელი შეიყვანეს. ცოტა ხნის წინ კომპანიის იურისტმა აცნობა, რომ მუშაობის გაგრძელება მხოლოდ 10 თანამშრომელს შეეძლება.