იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა გადაიდოს - ოპოზიცია

24 მაი 2021

2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერმა ოპოზიციურმა ძალებმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ღია წერილი გაავრცელეს. მათ მიაჩნიათ, რომ  26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეფორმის ამ ნაწილის განხორციელებამდე მორატორიუმის გამოცხადებას  გულისხმობს, პარლამენტში უკვე შესულია.