ბათუმში კორონავირუსით 21 წლის გოგო გარდაიცვალა

24 მაი 2021

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის წინ მოათავსეს მუცლის არეში ტკივილით. მას ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე დღეს კი კორონავირუსი დაუდგინდა. რა გახდა ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების მიზეზი და რას აცხადებენ ექიმები.