იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა გადაიდოს - ოპოზიცია

24 მაი 2021

2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური ძალები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებენ. მიაჩნიათ, რომ  26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მიზანია იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევა, უნდა გადაიდოს მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეფორმის ამ ნაწილის განხორციელებამდე მორატორიუმის გამოცხადებას  გულისხმობს, პარლამენტში უკვე შესულია.