ბათუმის ''დინამო'' მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა

23 მაი 2021

ბათუმის ''დინამომ'' ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შეხვედრა წააგო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი გასვლაზე საგურამოში თბილისის ''ლოკომოტივის'' ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 2-1 დამარცხდა. 

ანგარიში სწრაფად თერთმეტმეტრიანით მამუჩაშვილმა მესამე წუთზე გახსნა და ''დინამო'' წინ გავიდა.
35-ე წუთზე ბათუმელთა საჯარიმოში მყოფმა გამოცდილმა მცველმა გურამ კაშიამ წონასწორობა აღადგინა. პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა.

62-ე წუთზე დარციმელიამ ირაკლი სიხარულიძეს გაატანინა და თბილისელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

გეგუჩაძის გაწვრთნილმა ''დინამომ'' სეზონში მეორედ წააგო. შავიზღვისპირულ კლუბს 31 ქულა აქვს, ხოლო ''ლოკომოტივის'' ანგარიშზე 24 ქულაა.