ციტრუსის შემკრებ ცენტრებში HACCP -ს სისტემა დაინერგება

21 მაი 2021

ციტრუსის საკონსოლიდაციო ცენტრებში არსებული მდგომარეობისა და სამომავლოდ  განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს აჭარის სოფლის მეურნეოობის მინისტრმა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელებმა. ექსპერტებმა აჭარაში მოქმედ 17-მდე  ციტრუსის საკონსოლიდაციო ცენტრში HACCP-ის სისტემის დანერგვის შესაძლებლობების შესწავლის  მიზნით  არსებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დეტალური კვლევა განახორციელეს.