პარლამენტი საარჩევნო კანონპროექტის განხილვას იწყებს

21 მაი 2021

საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომზადებული დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა. ცნობილია, რომ დეპუტატებმა კომისიას ინფორმაციის მოწოდება შემჭიდროვებულ ვადებში სთხოვეს.

პარალელურად კი დღეიდან კანონპროექტის მოსმენა კომიტეტებში იწყება. პირველ რიგში მას ადამიანის უფლებებისა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.