საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

21 მაი 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისის ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ნაკრები 2 ივნისს სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდება, 6 ივნისს კი  ნიდერლანდებთან ითამაშებს.

სანიოლის გუნდი, რომლის 26-კაციანი შემადგენლობა უკვე ცნობილია, თბილისში შეკრებას 24 -დან 31 მაისამდე გაივლის.