პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

20 მაი 2021

ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დასრულდა.  კახა კუჭავას თქმით, საქართველომ ევროპის დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი ამბიციური გეგმა - დროულად მოხდეს მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით და შესაბამისი რეფორმების დაწყებით კი საქართველომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა.