აჭარაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა დადასტურდა

20 მაი 2021

აჭარაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა  კიდევ 70 პაციენტი.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოში მკურნალობს 486 პაციენტი. მათ შორის მძიმეა 102-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 12.

აჭარის მასშტაბით, ამ დროისთვის კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 281 პირი, საკარანტინო სივრცეებში 33. თვითიზოლაციაში იმყოფება 1 483 პირი.