დღეს ბათუმის ''დინამო'' საქართველოს თასსზე ''ჩიხურას'' დაუპირისპირდება

19 მაი 2021

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მატჩები გაიმართება. მერვედფინალურ შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი გასვლაზე საჩხერეში ''ჩიხურას'' ეწვევა.

მატჩი ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

ბათუმელებმა მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გასვლაზე ''რუსთავი'' 2-0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.