​აჭარაში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა დადასტურდა

19 მაი 2021

აჭარაში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკა დატოვა 29 პირმა.

ამ დროისათვის რეგიონის მასშტაბით კრიტიკულია 9 პაციენტის მდგომარეობა.

ამ ეტაპზე  კლინიკაში მკურნალობს - 422 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -254, ონლაინ კლინიკაში - 552