საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19 მაი 2021

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. 

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 06:19 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი კი ნინოწმინდასთან, სოფელ ფოკასთან იყო.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.