ტურნირი ფარიკაობაში

18 მაი 2021

ფარიკაობის ფედერაციის დამფუძნებლის თენგიზ მორჩილაძის სახელობის რესპუბლიკური  ტურნირი ფარიკაობაში დღეიდან დაიწყო და  სამ დღეს გაგრძელდება.  ტურნირში 6 ქალაქის  130  სპორტსმენი იასპარეზებს.  ხმლით ფარიკაობაში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზი გადაეცემათ. სწორედ ამ სახეობაში ასპარეზობდა თენგიზ მორჩილაძე.