ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრა

18 მაი 2021

ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა. მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსაც.