flynas-მა რეგულარული ფრენები განაახლა

18 მაი 2021

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Flynas-მა რეგულარული რეისები განაახლა.

პირველი რეისი კომპანიამ  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქალაქ  ჯედადან  განხორციელდა, რომელსაც 115 მგზავრი ჩამოჰყვა.

სულ საქართველოში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან რიადიდან, ჯედადან და დამამიდან განხორციელდება რეგულარული ფრენები.