მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის ეფექტი და სირთულეები

09 ნოე 2016

ავტომობილების იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები იანვარიდან ან მარტიდან აიკრძალოს. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, მიზანი მეტი უსაფრთხოებაა. რამდენად რეალურია კანონის ამოქმედება და რას ფიქრობენ მძღოლები?