17 მაი 2021
ორდღიან კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ - დმანისში დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვის თქმით,მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტს გაგრძელება არ ექნება.
"ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის - სასაულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. დარმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა.
ამ დრომდე რეგიონში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებიან.