ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 23:00 საათამდე იმუშავებენ

17 მაი 2021

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი 23:00 საათამდე იმუშავებს.

ხოლო ხვალიდან, 18 მაისიდან, სამარშრუტო მიკროავტობუსები მოსახლეობას 22:00 საათამდე მოემსახურებიან. 

მერიის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს.