საარჩევნო რეფორმა

17 მაი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიცია და უმრავლესობა საბოლოო რედაქციაზე სავარაუდოდ, სწორედ დღეს უნდა შეჯერდეს. როგორც ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დარჩა ტექნიკური საკითხები, რომლებზეც რეფორმაზე მომუშავე მხარეებმა მსჯელობა უნდა განაგრძონ. შეჯერებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას უკვე მომავალ კვირაში გადაეგზავნება.