საქართველოში 19 მაისის ჩათვლით წვიმაა მოსალოდნელი

17 მაი 2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 19 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.