ლიტერატურული ვიდეოტურის პრეზენტაცია

09 ნოე 2016

პოეტ გენრი დოლიძის პროექტის “ლიტერატურული ვიდეოტურის” პრეზენტაცია მოეწყო. მოყვარულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა საქართველოში სახლმუზეუმების შესახებ 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს, პროექტის ავტორის თქმით,  უახლოეს მომავალში საზოგადოებას  მათი ნახვა სოციალური ქსელების მეშვეობით შეეძლებათ. Pპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ფილმი საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის შესახებ.