საარჩევნო რეფორმა - განხილვა გაგრძელდება

15 მაი 2021

დაახლოებით ორ საათში უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა  გაიმართება. მხარეები საკანონმდებლო ორგანოში 17:00 საათზე შეიკრიბებიან.ერთ-ერთი საკითხი, ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლას ეხება.

შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.