თავისუფლება პოლიტპატიმრებს – აქცია ბათუმში

15 მაი 2021


ბათუმში ევროპის მოედანზე  დაკავებული სპორტსმენების, ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციას დედაქალაქიდან "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები და თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც შეუერთდა. აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ  7 მოქალაქე უსამართლოდ არის დაკავებული და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. სოლიდარობა ასევე გამოუცხადეს დაკავებულ ელდარ ანთაძეს.

ძმებ ჭელიძეებსა და წულუკიძეებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებიან. სასამართლო 8 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სპორტსმენები ნამახვანჰესის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.