#დამიანესთვის

15 მაი 2021

მაუწყებელი დამიანესთვის. ამჯერად დილის ტალღის ინიციატივით გადაცემა  ეს შუადღესთან ერთად  4 წლის დამიანე ნაცვლისშვილის დასახმარებლად ისევ ერთიანდება. ტელევიზიის ეზოში მემედ აბაშიძის 41-ში მსურველებს ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების შეძენა შეუძლიათ.

აქვეა წარმოდგენილი მაუწყებლის თანამშრომელთა ხელნაკეთი ნივთები. გახსოვდეთ, რომ ყოველი ლარი 4 წლის დამიანეს მძიმე სენის დამარცხებაში დაეხმარება. პატარა დამიანეს „ბურტიკის ლიმფომის"  უმძიმესი ფორმა დაუდგინდა. ის ამჟამად  გერმანიაში მკურნალობს რასაც  სოლიდური თანხა სჭირდება.   საქველმოქმედო აქცია 14 საათამდე გაგრძელდება.